Nestlé ნაყინის წარმოების ბიზნესის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, – კომპანიამ ამის შესახებ 2025 წლის შედეგების ანგარიშში განაცხადა.
შემდგომი ზრდის სტრატეგიის ფარგლებში, კომპანია გეგმავს „ბრენდის შემდგომ რაციონალიზაციას, მათ შორის, ნაყინის დარჩენილი ბიზნესის Froneri-სთვის მიყიდვის შესახებ მოლაპარაკებების წინსვლას“.
Reuters–მა დააზუსტა, რომ გარიგება ეხება ნაყინის მწარმოებელი ბიზნესების გაყიდვას აზიაში, კანადასა და ლათინური ამერიკის ნაწილებში.