უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინას დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს და შეუძლია მშპ-ს გაორმაგება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.
„კრიტიკული მინერალები ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისა და მისი მომავლის ნაწილია. ეს ომი ოდესმე დასრულდება და როდესაც ეს მოხდება, უკრაინას ყველა რესურსის გამოყენება მოუწევს აღსადგენად“, - თქვა მან.
რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი აქვს და შეუძლია მშპ-ს გაორმაგება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში „სწორი ეკონომიკური ნაბიჯებით“.