კოსტა–რიკა პირველ ადგილზეა ტოპ–ათეულში, სადაც მოგზაურები,ყველაზე მაღალი ალბათობით, კვლავ დაბრუნდებიან და სხვებსაც ურჩევენ იქ გამგზავრებას, – რეიტინგი მოამზადა ლუქს კლასის სატრანსპორტო სერვისის მიმწოდებელმა SCS Chauffeurs-მა. ჩამონათვალის შედგენისას გაანალიზდა 8000-ზე მეტი ონლაინ მომხმარებლის მიმოხილვა.
ცენტრალური ამერიკის ქვეყანამ მოგზაურებისგან 895 მიმოხილვა და დადებითი შეფასებები მიიღო. ამასთან, ცალკე აღნიშვნა დაიმსახურა ტურისტულმა მარშრუტმა სან ხოსედან მონტევერდეს „ღრუბლის ტყემდე“ და მანუელ ანტონიოს ეროვნულ პარკამდე.
SCS Chauffeur-ის მონაცემებით, ტოპ 10 ქვეყანა, სადაც ხალხს დაბრუნება სურს, არის:
1. კოსტა რიკა;
2. იტალია;
3. იაპონია;
4. გაერთიანებული სამეფო;
5. პორტუგალია;
6. არაბთა გაერთიანებული საამიროები;
7. ინდოეთი;
8. ახალი ზელანდია;
9. ირლანდია;
10. ისლანდია.