უკრაინა რუსეთთან ომში არ მარცხდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფრანს-პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვერ იტყვით, რომ ომში ვმარცხდებით. გულწრფელად, ჩვენ ნამდვილად არ ვმარცხდებით. საქმე იმაშია, გავიმარჯვებთ თუ არა. დეტალებში არ შევალ, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, 300 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, აშშ და რუსეთი უკრაინაზე ზეწოლას ახდენენ, რათა კიევმა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში დონბასი დათმოს.

„ამერიკელებიც და რუსებიც გვეუბნებიან: თუ გსურთ, ომი ხვალვე დასრულდეს, დონბასიდან გადით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, უკრაინის მიერ ტერიტორიულ დათმობებთან დაკავშირებით აშშ-სა და რუსეთს მოლაპარაკებებში ერთმანეთის მსგავსი პოზიცია აქვთ. 

„ამერიკელებიც და რუსებიც ამბობენ: თუ გსურთ, რომ ომი დასრულდეს ხვალვე, გადით დონბასიდან“, – ამბობს ზელენსკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში გაყინული ფრონტის ხაზის სიახლოვეს ევროპელი მშვიდობისმყოფელების განთავსების მომხრეა.

„უკრაინელებს, რა თქმა უნდა, სურთ, რომ ჩვენი პარტნიორები იდგნენ ჩვენთან ერთად ფრონტის ხაზზე“, – განაცხადა ზელენსკიმ და იქვე დასძინა, რომ „პირველ ხაზზე დგომა არავის სურს“.

მანამდე ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა Kyodo News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა რეალური კომპრომისებისთვის, მაგრამ არა კომპრომისებისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა ისაუბროს აშშ-თან, მაგრამ არა იმისთვის, რომ რუსეთისგან ულტიმატუმები მიიღონ.

„მზად ვართ ვისაუბროთ კომპრომისებზე შეერთებულ შტატებთან. მაგრამ არა იმისთვის, რომ რუსებისგან ისევ და ისევ მივიღოთ ულტიმატუმები. ისინი აგრესორები არიან. ყველამ აღიარა ეს. ეს არ შეცვლილა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა მზად არის კომპრომისებისთვის, მაგრამ არა ულტიმატუმებისთვის.

„რას გვთავაზობს რუსეთი კომპრომისად? რისთვის არიან მზად? მათ თქვეს: „ჩვენ მზად ვართ არ დავიკავოთ თქვენი სხვა რეგიონები“. მაგრამ ეს ტერორიზმია. ეს ტონიც კი ტერორიზმია. “მზად ვარ, არ მოგკლათ - მოგვეცით ყველაფერი“. რას ნიშნავს ეს? ეს კომპრომისი არ არის. ეს ულტიმატუმია. სწორედ ამიტომ ვთქვი: მზად ვართ, კომპრომისებისთვის, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს არმიას, ხალხს და შვილებს, მაგრამ ჩვენ მზად არ ვართ ულტიმატუმებისთვის“,- აღნიშნა ზელენსკიმ.