Amex GBT-ის ახალი კვლევის თანახმად, რომელშიც საფრანგეთიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან 3000 საქმიანი მოგზაური მონაწილეობდა, სამუშაოდ მოხერხებულობის თვალსაზრისით თვითმფრინავები და მსუბუქი ავტომობილები მატარებლებს ჩამორჩებიან.

ამგვარად, გამოკითხულთა 92% მატარებელში მუშაობას ამჯობინებს, ხოლო 41%-მა განაცხადა, რომ ასეთი მგზავრობის ნახევარზე მეტს მუშაობაში ატარებს.

კომფორტი (43%), გარემოსდაცვითი კეთილგანწყობა (39%) და „ჯდომისა და ფიქრის შესაძლებლობა“ (39%) საქმიანი მოგზაურობისთვის რკინიგზის არჩევის კიდევ ერთი მიზეზია მანქანის ან თვითმფრინავის ნაცვლად.

ექსპერტები ყურადღებას აქცევენ, რომ სულ უფრო მეტი საქმიანი მოგზაური მატარებლებს მობილურ ოფისებად მიიჩნევს და აღნიშნავენ, რომ თანამედროვე მატარებლები მათ გზაზე სამუშაოდ ყველაფრით უზრუნველყოფენ.

ვრცლად buyingbusinesstravel–ზე