Trip.com-ის 2026 წლის ევროპის საუკეთესო სათხილამურო კურორტების რეიტინგი მოიცავს შვეიცარიას, საფრანგეთს და ავსტრიას: ბილიკები, დასვენება და ალპების პანორამები.

იქნება ეს სათხილამურო სპორტში დამწყები, რომელიც გლუვ, მარტივ ტრასებს ეძებს თუ გამოცდილი ალპური მოთხილამურე, რომელიც რთულ დაღმართებს ეძებს, ევროპა ყველა დონისთვის შთამბეჭდავ ფერდობებს სთავაზობ - ყველაფერი ეს კი განსაცვიფრებელი ხედებითაა გაფორმებული.

შვეიცარიის მყინვარებით დაფარული მწვერვალებიდან დაწყებული, ფრანგული ალპების თვალწარმტაცი ფერდობებით დამთავრებული, Trip.com-მა შეადგინა ევროპის 50 საუკეთესო სათხილამურო კურორტის ყოველწლიური რეიტინგი.

რეიტინგი ეფუძნება მომხმარებელთა მიმოხილვების, მთელი წლის განმავლობაში გაყიდვების მონაცემების, თანმიმდევრული ხარისხისა და კურორტის უნიკალური თემატიკის კომბინაციას.

Trip.com-ის რეიტინგში სათავეში ცერმატის სათხილამურო კურორტია, რომელიც შვეიცარიის კანტონის, ვალეს გერმანულენოვან ნაწილში მდებარეობს.

ვრცლად euronews – ზე