აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო ქვეყანაზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. შესაბამისი ბრძანებას ტრამპმა ხელი 18 თებერვალს მოაწერა და 19 თებერვალს ის აშშ-ს ფედერალური რეესტრში გამოქვეყნდა.

რუსეთის მიერ 2014 წელს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც რუსეთს სანქციები დაუწესდა. ამერიკული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2014, 2018 და სრულფასოვანი ომის დაწყების შემდეგ 2022 წლებში გაფართოვდა.

"[რუსეთის] ის მოქმედებები და პოლიტიკა, რომლებიც [აღნიშნულ წლებში გამოცემულ] აღმასრულებელ ბრძანებებშია ხაზგასმული, აგრძელებენ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის უჩვეულო და არაორდინალური საფრთხის შექმნას. [...] შესაბამისად, აღმასრულებელი ბრძანება 13660-ით გამოცხადებულ ეროვნულ საგანგებო სიტუაციას 1 წლით ვახანგრძლივებ" - წერია აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.

tabula.ge