Goldman Sachs Group Inc.-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ სოლომონმა, რომელიც კრიპტოვალუტის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, გაამხილა, რომ მას ბიტკოინი აქვს, იტყობინება „ბლუმბერგი“.
მარ-ა-ლაგოში გამართულ მსოფლიო თავისუფლების ფორუმზე (ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟების, ერიკ ტრამპის და დონალდ ტრამპ უმცროსის მიერ) სოლომონმა განაცხადა, რომ მას აქტივის „ძალიან, ძალიან შეზღუდული“ რაოდენობა ეკუთვნის.