შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ში რეცეპტით გასაცემი მედიკამენტებისა და ფარმაცევტული საშუალებების ფასების 30-დან 80%-მდე შემცირებას აანონსებს - ამის შესახებ მან საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Socialდაწერა და განმარტა, რომ შესაბამის ბრძანებას ხელს ხვალ დილით, თეთრ სახლში მოაწერს.
"მრავალი წლის განმავლობაში, მსოფლიო ფიქრობდა, რატომ იყო ამერიკის შეერტებულ შტატებში რეცეპტით გასაცემი მედიკამენტები და ფარმაცევტული საშუალებები იმაზე გაცილებით მაღალი ფასით, ვიდრე სხვა ქვეყანაში, ზოგჯერ კი ზუთჯერ ან ათჯერ უფრო ძვირი, ვიდრე იგივე პრეპარატი, რომელც ზუსტად იმავე ლაბორატორიაში ან ქარხანაში, იმავე კომპანიის მიერ მზადდება??? ამის ახსნა ყოველთვის რთული და ძალიან უხერხული იყო, რადგან, სინამდვილეში, არ არსებობდა სწორი ან სამართლიანი პასუხი. ფარმაცევტული/სწამლების კომპანიები წლების გნამვალობაში ამბობდნენ, რომ ეს კვლევისა და განვითარების ხარჯები იყო და რომ ყველა ეს ხარჯი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მხოლოდ ამერიკის "ნაძირლებს" ეკისრებოდათ და დაეკისრებოდათ...
კამპანიის შემოწირულობებს შეუძლიათ საოცრებების მოხდენა. ჩვენ ვაპირებთ სწორი საქმის კეთებას, რასაც დემოკრატები მრავალი წლის განმავლობაში ებრძოდნენ. სწორედ ამიტომ, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ხვალ დილით, 09:00 საათზე, თეთრ სახლში, ხელს მოვაწერ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმასრულებელ ბრძანებას. რეცეპტით გასაცემი მედიკამენტებისა და ფარმაცევტული საშუალებების ფასები თითქმის დაუყოვნებლივ, 30%-დან 80%-მდე შემცირდება.
...მე დავაწესებ ყველაზე ხელსაყრელი ერის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები გადაიხდის იმავე ფასს, რომელსაც ერი, რასაც ის ერი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაბალ ფასს იხდის. საბოლოოდ, ჩვენს ქვეყანას სამართლიანად მოეპყრობიან და ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვის ხარჯები შემცირდება ისე, როგორც მათ აქამდე არც კი უფიქრიათ. გარდა ამისა, ყველაფერთან ერთად, შეერთებული შტატები ტრილიონობით დოლარს დაზოგავს..." - წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.