ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, არარეზიდენტები ქართულ ბანკებში სულ 9.2 მილიარდ ლარს ინახავენ, საიდანაც სებ-ის უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, 37% რუსეთის ფედერაციის რეზიდენტების დეპოზიტებს წარმოადგენს, რაც დაახლოებით 3.4 მილიარდი ლარია.
ამავე სტატისტიკით, ქართულ კომერციულ ბანკებში სულ 1.5 მილიარდი რუსული რუბლია განთავსებული. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, განთავსებული დეპოზიტები 53.4 მილიონ ლარს, ანუ 1.5 მილიარდ რუბლს შეადგენდა. ეს წინა თვესთან შედარებით 70 მილიონი ლარით ნაკლებია, წლიურ ჭრილში კლება 14 მილიონ ლარია.
ქართულ ბანკებში რუბლის დეპოზიტების პიკი მიმდინარე წლის მარტში იყო, რა დროსაც ის 121 მილიონ ლარს გაუტოლდა, აპრილში ეს მაჩვენებელი მკვეთრადაა შემცირებული.
ჩვენს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტების უდიდესი ნაწილი არა საკუთარ ეროვნულ ვალუტაში, არამედ დოლარში არის ნომინირებული.