ფრანგულმა კომპანია TotalEnergies-მა ივნისში ანგოლაში, მე-17 ბლოკში ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. წარმოების დაწყება დაგეგმილია Pazflor-ის მცურავი წარმოების, შენახვისა და გადმოტვირთვის ბლოკის (FPSO) სარეზერვო სიმძლავრის გამოყენებით უკვე სამი თვის შემდეგ საბადოს აღმოჩენიდან, რომელსაც Acacia-5 დაერქვა.
მოსალოდნელია, რომ ბლოკში წარმოება დღეში 6000 ბარელით გაიზრდება. TotalEnergies–ი მე-17 ბლოკის ოპერატორია 38%-იანი წილით. კიდევ 22.16% ნორვეგიულ Equinor–ს ეკუთვნის, 19% - ამერიკულ ExxonMobil–ს, 15.84% და 5% - ანგოლურ Azule Energy–ს და Sonangol E&P-ს, შესაბამისად.