ექს-მარსელის უნივერსიტეტის ფრანგმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მაგიდაზე თითების მსუბუქად კაკუნმაც კი შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მეტყველების აღქმა ხმაურიან გარემოში - ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ექსპერიმენტების სერიამ აჩვენა, რომ სხეულის რიტმული მოძრაობები ეხმარება ტვინს უკეთ გამოყოს და დაამუშაოს მეტყველება, მაშინაც კი როცა ირგვლივ ბევრი უცხო ხმაა.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 24-დან 26 წლამდე ასაკის 100-ზე მეტმა ადამიანმა.