რომელი 15 პროფესია იქნება 2030 წლისთვის ყველაზე მეტად/ნაკლებად მოთხოვნადი

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საუბარია მომავალი 5 წლის განმავლობაში კონკრეტულ სფეროებში სამუშაო ადგილების მოსალოდნელი ზრდისა და კლების შესახებ.

ანგარიში ემყარება რიგ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდნენ შრომითი ბაზრის ფორმირებაზე. აღნიშნული ფაქტორებია ტექნოლოგიური ცვლილებები, ეკონომიკური გაურკვევლობა, დემოგრაფიული ძვრები და ა.შ.

დოკუმენტის თანახმად, 2030 წლისთვის მოთხოვნისა და სამუშაო ადგილების კუთხით ყველაზე სწრაფად მზარდი იქნება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სფერო.

უფრო კონკრეტულად, 15 პროფესია, სადაც მოთხოვნა 2025-2030 წლებისთვის ყველაზე მეტად გაიზრდება, ასე გამოყურება:

ფერმერები, მუშები და აგრიკულტურაში დასაქმებულები;

მსუბუქი ავტომობილების ან მიტანის მომსახურების მძღოლები;

პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების დეველოპერები;

სამშენებლო სექტორთან დაკავშირებული პროფესიები;

მაღაზიის მომსახურე პერსონალი;

საკვების გადამუშავების სფეროს მუშაკები;

ავტომობილის, ფურგონის და მოტოციკლის მძღოლები;

სამედიცინო მედპერსონალი;

საკვებისა და სასმლის მიწოდების სერვისის თანამშრომლები;

ზოგადი და ოპერაციული მენეჯერები;

სოციალური მუშაკები და კონსულტანტები;

პროექტების მენეჯერები;

უნივერსიტეტებისა და უმაღლესი განათლების მასწავლებლები;

საშუალო სკოლის მასწავლებლები;

პერსონალური მომვლელები/დამხმარეები.

ანგარიში ასევე აჩვენებს, რომ 2030 წლისთვის მოთხოვნა ყველაზე მეტად შემცირდება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დასაქმებულ პირებსა და სხვადასხვა ობიექტზე ბილეთების გამყიდველებზე. კერძოდ, იმ პროფესიების ჩამონათვალი, სადაც ყველაზე მეტი კლება იქნება, ასეთია:

ვალუტის გადამცვლელები და ბილეთების გამყიდველები;

ადმინისტრაციული თანაშემწეები და აღმასრულებელი მდივნები;

დამლაგებლები და დიასახლისები;

მასალის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის მუშაკები;

ბეჭდვის სფეროს და დაკავშირებული ხელსაქმის მუშაკები;

ანგარიშგებისა და ბუღალტერიის დამხმარე პერსონალი;

ბუღალტრები და ფინანსური აუდიტორები;

ტრანსპორტის დამხმარე პერსონალი და კონდუქტორები;

უსაფრთხოების თანამშრომლები;

ბანკის ოპერატორები და დაკავშირებული სფეროები;

მონაცემთა რეგისტრატორები და დამხმარე პერსონალი;

კლიენტთა ინფორმირებისა და მომხმარებელთა მომსახურების მუშაკები;

გრაფიკული დიზაინერები;

ბიზნეს სერვისებისა და ადმინისტრაციის მენეჯერები;

დავების მომწესრიგებლები და გამომძიებლები.

www.bpn.ge