პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემებით, Tesla-ს გაყიდვები აპრილში მთელ ევროპაში შემცირდა, მათ შორის შვედეთში 81%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც ბოლო 2,5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რადგან ევროპელები უფრო მეტ ჩინურ ელექტრომობილს ყიდულობენ, ზოგი კი აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის, პოლიტიკურ შეხედულებებს აპროტესტებს.

ავტომწარმოებლის გაყიდვები ევროპის დიდ ნაწილში ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში მცირდებოდა. პირველ კვარტალში, ევროპაში სრულად ელექტრომობილების გაყიდვები 28%-ით გაიზარდა, ხოლო Tesla-ს გაყიდვები 37.2%-ით შემცირდა.

ვრცლად Reuters–ზე