ავტომწარმოებელი Tesla  Cybertruck-ის მოდელის 3878 ერთეულ ავტომობილს გაიწვევს, აქსელერატორის სატერფულის საფარის შესაცვლელად. ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ავტომობილებში შესაცვლელია აქსელერატორის სატერფულის საფარი, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს შესაძლებლობა, რომ მოძვრეს და სატერფულის მექანიზმში ჩაიჭედოს, დაბლოკილ სატერფულს შეუძლია გამოიწვიოს ავტომობილის სპონტანური აჩქარება, რაც გაზრდის ავარიის რისკს,- ნათქვამია მარეგულირებლის განმარტებაში.

Tesla უსასყიდლოდ შეაკეთებს ან შეცვლის პედალს უკან გაწვეულ მანქანებში,  ავტომობილის მფლობელებს შესაბამის ინფორმაციას ივნისში მიაწვდიან.