სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი თურქეთში თებერვალში, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, უმაღლეს დონემდე დაჩქარდა.

ქვეყნის სტატისტიკური ინსტიტუტის, „თურქსტატის“ მონაცემებით, ინფლაციამ 67,1% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი იანვარში 64,9%-ს შეადგენდა.

Trading Economics-ის ცნობით, ანალიტიკოსები საშუალოდ 65,7%-იან ზრდას წინასწარმეტყველებდნენ.

თებერვალში კომუნალური გადასახადები 49.1%-ით (ერთი თვით ადრე ზრდა 46%-ით) გაიზარდა, სატრანსპორტო მომსახურება - 78%-ით (77.5%-ით).

იმავდროულად, სურსათზე ფასები 71,2%-ით გაიზარდა, იანვარში 69,7%-იანი ზრდის შემდეგ. კაფეებსა და რესტორნებში ფასები გაიზარდა 94,8%-ით (იანვარში - 92,3%-ით). ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 43.4%-ით (40.6%) გაძვირდა.

სამომხმარებლო ფასები თებერვალში 4,5%-ით გაიზარდა იანვართან შედარებით, როდესაც ზრდამ 6,7% შეადგინა.

საბაზო ინფლაციამ, რომელიც ითვალისწინებს სურსათის, ენერგიის, თამბაქოსა და ოქროს ღირებულებას არ ითვალისწინებს, თებერვალში 72,9%-მდე დაჩქარდა. 

მწარმოებლის ფასები (PPI) თურქეთში გასულ თვეში 47,3%-ით გაიზარდა წლიურად, ხოლო 3,7%-ით იანვართან შედარებით. იანვარში ფასები, შესაბამისად, 44.2%-ით და 4.1%-ით გაიზარდა.