თანახმა ვარ ირანის დაბომბვა და თავდასხმა ორი კვირის განმავლობაში შევაჩერო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის განცხადებით, პაკისტანის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ დათანხმდება ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას, „იმ პირობით, რომ „ირანის ისლამური რესპუბლიკა“ დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას“.

მისი თქმით, ეს „ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა იქნება“.

",პაკისტანის პრემიერმინისტრ შეჰბაზ შარიფთან და ფელდმარშალ ასიმ მუნირთან საუბრის საფუძველზე, სადაც მათ მთხოვეს, რომ ამაღამ ირანის წინააღმდეგ გაგზავნილი დამანგრეველი ძალის გამოყენება შევაჩერო და იმ პირობით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებელ და უსაფრთხო გახსნას, ვეთანხმები ირანის დაბომბვისა და შეტევის შეჩერებას ორი კვირის ვადით. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!

ამის მიზეზია ის, რომ ჩვენ უკვე შევასრულეთ და გადავაჭარბეთ ყველა სამხედრო მიზანს და ძალიან ახლოს ვართ ირანთან გრძელვადიანი მშვიდობისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შესახებ საბოლოო შეთანხმების მიმართულებით.

ირანისგან მივიღეთ 10-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადება და მიგვაჩნია, რომ ეს მოლაპარაკებებისათვის გამოსადეგ საფუძველს წარმოადგენს. წარსული უთანხმოების თითქმის ყველა ძირითადი საკითხი უკვე შეთანხმებულია შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, თუმცა ორკვირიანი პერიოდი საშუალებას მოგვცემს შეთანხმება საბოლოოდ ჩამოყალიბდეს და გაფორმდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, როგორც პრეზიდენტი და ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენელი, ჩემთვის პატივია, რომ ეს გრძელვადიანი პრობლემა გადაწყვეტასთან უკვე ასე ახლოსაა",- დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.