ფრანკო-იტალიურმა Stellantis-მა და ჩინურმა Dongfeng-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ჩინეთში Peugeot-ისა და Jeep-ის ავტომობილების წარმოების შესახებ, – ნათქვამია კომპანიების ერთობლივ განცხადებაში.
ეს მანქანები გაიყიდება როგორც ჩინეთში, ასევე ექსპორტზე სხვა ქვეყნებში. მთლიანი ინვესტიცია 8 მილიარდ იუანს (1 მილიარდ ევროს) გადააჭარბებს, საიდანაც Stellantis-ი დაახლოებით 130 მილიონ ევროს შეიტანს.
ერთობლივი საწარმო Dongfeng Peugeot Citroen Automobile Co. (DPCA) 2027 წელს უხანის ქარხანაში Peugeot-ის ორი ახალი მოდელის წარმოების დაწყებას გეგმავს.