რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული სამი ტენდერი უკვე მესამედ ჩავარდა - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, ტენდერების ჩავარდნა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.
გამოცხადებული ტენდერები შემდეგი მონაკვეთების ასფალტის საფარის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა:
- ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი - 6 698 384 ლარი;
- სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“-ბესიკის ქუჩამდემონაკვეთი - 4 914 135 ლარი;
- თ. ჭოველიძის ქუჩიდან - "მერანამდე"მონაკვეთი - 5 168 367 ლარი.