ავტომწარმოებელი Stellantis NV, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, იტყობინება Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
სააგენტოს წყაროების ცნობით, უახლოეს კვირებში Stellantis-მა შესაძლოა გამოაცხადოს დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო გეგმა, რომელიც დაემატება აშშ-ში ინვესტიციებისთვის წელს გამოყოფილ ანალოგიურ თანხას.
მათი თქმით, თანხები შესაძლოა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოყენებულ იქნეს ბიზნესის ხელახლა გასააქტიურებლად, თანამშრომლების დასაქირავებლად და ახალი მოდელების შესამუშავებლად.
წყაროების ცნობით, ავტომწარმოებელი Jeep ბრენდის გაძლიერებაზეა ორიენტირებული და ასევე განიხილავს ახალ ინვესტიციებს Dodge-ის ბრენდსა და Chrysler-შიც კი გრძელვადიან პერსპექტივაში.