„სიამაყით ვამბობ, რომ შენ ცოცხალი ლეგენდა ხარ“, – ასე გამოეხმაურა ილია თოფურია მერაბ დვალიშვილის მორიგ გამარჯვებას და ქამრის დაცვას UFC-ში.
როგორც თოფურია წერს, მერაბ დვალიშვილი მუშაობისა და თავდადების ნამდვილი მაგალითია.
„შენი გამარჯვებები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად გვეჩვენება, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რამდენად რთულია აქამდე მოსვლა.
სიამაყით ვამბობ, რომ შენ ცოცხალი ლეგენდა ხარ! მუშაობისა და თავდადების ნამდვილი მაგალითი, მებრძოლზე მეტი – შენ საოცარი ადამიანი ხარ, რომლის სულიც გულში ვერ ეტევა“, – დაწერა თოფურიამ.
სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) საჩემპიონო ბრძოლაში დვალიშვილმა სენდჰეგენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ქამარი მესამედ დაიცვა და ამ მაჩვენებლით ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა. მის ანგარიშზე ასევე ზედიზედ 14 მოგებაა, რაც UFC-ს ისტორიაში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია.