„როიტერი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთი აშშ-ს ხანგრძლივი ვადით მისცემს სატრანზიტო დერეფნის განვითარების ექსკლუზიურ უფლებას. სააგენტოს ცნობით, 8 აგვისტოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ხელს მოაწერენ ჩარჩო შეთანხმებას, რომელშიც ასევე საუბარი იქნება აშშ-თვის სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნის განვითარების უფლების ექსკლუზიურ გადაცემაზე.
„როიტერი“ წერს, რომ „სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას შეუძლია, გარდაქმნას სამხრეთ კავკასია. რეგიონი აწარმოებს ენერგომატარებლებს და მდებარეობს რუსეთის, ევროპის, თურქეთისა და ირანს შორის, რომელსაც ნავთობსადენები კვეთს, მაგრამ იტანჯება დახურული საზღვრებისა და გაჭიანურებული ეთნიკური კონფლიქტების გამო“.
როგორც „როიტერი“ წერს, ამ სატრანზიტო მარშრუტს უწოდებენ „ტრამპის გზას საერთაშორისო მშვიდობისა და აყვავებისკენ“, შემოკლებით TRIPP. სააგენტოს ინფორმაციით, მარშრუტი იმუშავებს სომხეთის კანონმდებლობით, ხოლო აშშ-ი მიწას იჯარით გადასცემს კონსორციუმს, რათა ააშენოს ინფრასტრუქტურა და მართოს ის.