ახალი ერა სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანი და სომხეთი ისტორიის ახალი თავის წერას იწყებენ- პოლიტიკის ექსპერტების შეფასებით, ამ შეთანხმებით  რეგიონში შემცირდა რუსული გავლენა  და სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც მიიღეს მშვიდობის გარანტიები  და მაქსიმალური მხარდაჭერა დიდი სახელმწიფოსგან.

პოლიტოლოგების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც საქართველო ამ ყველაფრის მიღმა დარჩა, ივანიშვილის გუნდის ბრალია და განმარტავენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება მხოლოდ 2 სახელმწიფოს არ ეხება, აქ მთავარ როლს თამაშობს აშშ, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსული გავლენები შესუსტდება და დასავლური გაძლიერდება.

"ამით არსებითად შემცირდა რუსული გავლენა რეგიონში და კიდევ მეტად შემცირდება. პრაქტიკულად აღარ არსებობს რუსული გავლენა სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც ის დიდი დოზით იყო წარმოდგენილი. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ავტომატურად და პირდაპირ პროპორციულად გაძლიერდება დასავლური გავლენა უშუალოდ კავკასიის რეგიონში, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ამ ორი სახელმწიფოს ძალიან სწრაფად დაახლოება მოხდება ევროპულ ბაზრებზე. საქართველო ამ პროცესს გამოთიშულია, რადგან საქართველო რუსული რეჟიმისგან იმართება, მაშინ როდესაც, აზერბაიჯანსა და სომხეთს თავისი მანკიერი ხელისუფლებების პირობებშიც მართავენ ლიდერები, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოებრივ ინტერესში და მათ აქვთ გრძელვადიანი გეგმა რეგიონის განვითარების,"- ამბობს ნინო კალანდაძე დაც ამატებს, რომ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა არის უდიდესი გეოპოლიტიკური ცვლილება და ასეთი დონის ტექტონიკური ცვლილება კავკასიაში უიშვიათესად ყოფილა.

"ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ არა თუ აპირებს სამხრეთ კავკასიიდან გასვლას, არამედ პირიქით, ზრდიან საკუთარ წარმომადგენლობას და უახლოეს პერიოდში ზანგეზურის დერფანი იქნება ერთ-ერთი მნიშნელოვანი სატრანზიტო დერეფანი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „ოცნებამ“ აირჩია პატარა სოფლის სტრატეგია, რომლის მთავარი მზიანი საქართველოს იზოლაციაა, რაც ავტომატურად ნიშნავს ჩვენ ქვეყანაში რუსული გავლენების გაზრდას," -აღნიშნავს პოლიტოლოგი.

8 აგვისტოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

tvpirveli.ge