ფრანგულმა ბანკმა Societe Generale SA-მ 2025 წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგება 31%-ით გაზარდა, ამასთან, მაჩვენებელმა ბაზრის პროგნოზებს გადააჭარბა.
ბანკის შედეგების გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საფრანგეთში მისი საცალო ბიზნესის აღდგენამ, ასევე ხარჯების კონტროლმა.
Societe Generale–ის პრესრელიზის თანახმად, აპრილ-ივნისში წმინდა მოგებამ 1.45 მილიარდი ევრო შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდის 1.11 მილიარდ ევროსთან შედარებით. Visible Alpha-ს მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ ამ მაჩვენებელს 1.2 მილიარდ ევროს დონეზე პროგნოზირებდნენ.