საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეროვნული გალერეის დროებით დახურვის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

„ტექნიკური ხასიათის პრობლემების გამო შეუძლებელი გახდა საგამოფენო დარბაზებში ტემპერატურისა და ტენიანობის დადგენილი პარამეტრების დაცვა, რის გამოც  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ვიზიტორთათვის დაიხურება მიმდინარე წლის 1–ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით“ – ნათქვამია განცხადებაში.