ორგანიზაცია „ტამედიას“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში რესპონდენტების დიდმა უმრავლესობამ F-35 ტიპის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების შეძენის წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს შედეგი ცოტა მოულოდნელია იმის გათვალისწინებით, რომ გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა (ყველა პოლიტიკური პარტიის ჩათვლით) სამხედრო ხარჯების გაზრდას დაუჭირა მხარი.

საერთო ჯამში, რესპონდენტების ორმა მესამედმა განაცხადა, რომ F-35-ების შეძენა არ ან აღარ სურთ. ონლაინ გამოკითხვის შედეგები 13 აპრილს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტმა „Leewas“-მა გამოაქვეყნა. აღნიშნული გამოკითხვა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ჩატარდა.

კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 42 პროცენტი არმიის საჭიროებებისთვის იმაზე მეტი თანხის დახარჯვას ემხრობა, რაც პარლამენტს აქვს დაგეგმილი. რესპონდენტთა 34 პროცენტისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა ოპტიმალურია და მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ თავდაცვისთვის უფრო ნაკლები ფული უნდა გამოიყოს. რესპონდენტების ორი მესამედის აზრით, დამატებითი სახსრების მოძიება უცხოელებისთვის თავშესაფრის მიცემის სისტემის ხარჯზე უნდა მოხდეს, გამოკითხულთა ნახევარი აცხადებს, რომ დეველოპმენტისთვის ნაკლები ფული უნდა დაიხარჯოს, ხოლო 38 პროცენტი კულტურის დაფინანსების შემცირებას უჭერს მხარს.

წყარო: 1tv.ge