გიგანტური პასკა, სააღდგომო კვერცხი და უზარმაზარი შოკოლადი – ეს აღდგომის დღესასწაულზე დამყარებული მსოფლიო რეკორდების მცირე ჩამონათვალია.
ამ დღეს თითქმის მთელი მსოფლიო საზეიმოდ აღნიშნავს და მოსახლეობაც განსაკუთრებულად ემზადება.
გიგანტური სააღდგომო კვერცხი ბრაზილიის ქალაქ პომერდოს ამშვენებს. შედუღებული ფოლადისგან დამზადებული ფერადი კვერცხის გაკეთებას 48 დღე დასჭირდა. მნახველების ყურადღებას ის მუდმივად იქცევს, განსაკუთრებით კი, სააღდგომო დღეებში, როდესაც ადამიანებს საზეიმო განწყობა აქვთ.
კიდევ ერთი შთამბეჭდავი რეკორდი - ტერი კოლინზმა და დონ ჯენქსმა ხელით შექმნეს - 3 ფუტის სიმაღლის კრემიანი კვერცხი, რომლის წონაც 45 კილოგრამს აღემატება. ტკბილეულის მომზადებას ჯამში ორი დღე დასჭირდა.
ბულგარეთში მცხოვრებმა 1000-მდე ქრისტიანმა გადაწყვიტა ერთობლივად შეეღებათ დღესასწაულის სიმბოლო. მათ 12 საათის განმავლობაში შეღებილი კვერცხების რაოდენობით, გინესის რეკორდი დაამყარეს.
რეკორდის დამყარებას შეეცადნენ რობოტებიც. კალიფორნიაში შექმნილ, განსაკუთრებული უნარის მქონე რობოტს კვერცხის ორნამენტებით მორთვა შეუძლია. Egg bot-მა დღესასწაულის სიმბოლოს მორთვა შეძლო და რეკორდიც დაამყარა.
დღესასწაულის კიდევ ერთი სიმბოლო - ყველაზე დიდი სააღდგომო პასკა რუმინეთში, ქალაქ რადაუთში გამოაცხვეს და საზეიმოდ მართლმადიდებლური ტაძრის წინ განათავსეს.
რეკორდების ჩამონათვალი დიდია, საერთო კი, ყველასთვის ერთია -აღდგომის დღესთან დაკავშირებული სიმბოლოები, რომლებსაც მორწმუნეებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ.
წყარო: "რუსთავი2"