გინესის რეკორდების წიგნმა (Guinness World Records) აღიარა კომპანია Johnson Reserve–ის ვისკი Ascension–ი როგორც „ვისკი ყველაზე რთული გემოთი“. ამის შესახებ The Spirits Business იტყობინება.

სასმელის შემქმნელის ალექსანდრ ჯონსონის განცხადებით, ერთ ალაოიანი ვისკი Ascension–ი თანმიმდევრულად ძველდებოდა 33 კასრში, ზოგიერთი რეალურად უნიკალური იყო და ცალი 50 ათას დოლარზე ძვირი ღირდა.

ამრიგად, სასმელის დასაძველებლად გამოიყენებოდა კონიაკის, რომისა და ღვინის უძველესი კასრები  სხვადასხვა ქვეყნებიდან - მექსიკიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან და აშშ-დან.

46% ალკოჰოლის შემცველ Ascension Whisky-ს აქვს თაფლის, ლეღვის, მოხალული ნუშის, თბილი ბრიოშის, ვანილის და მსუბუქად შებოლილი მეზკალის არომატი.

rbc