რუსეთი სავარაუდოდ, აწვდიდა ჩრდილოეთ კორეას მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს მიმდინარე წლის მარტიდან, ამის შესახებ ბრიტანეთში დაფუძნებული არაკომერციული კვლევითი ჯგუფის Open Source Centre-ის თანამგზავრული სურათების ანალიზიდან ირკვევა.
ნავთობი არის გადახდა იმ იარაღისა და ჯარისთვის, რომელიც ფხენიანმა გაგზავნა მოსკოვში უკრაინაში ომის გასაძლიერებლად, - განუცხადა BBC-ს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამიმ.
სატელიტური გამოსახულებები, რომლებიც კვლევითმა ჯგუფმა BBC-ის მიაწოდა, აჩვენებენ ჩრდილოკორეულ ნავთობმზიდ ტანკერებს, რომლებიც რუსეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ნავთობის ტერმინალებთან ბოლო 8 თვის განმავლობაში 43-ჯერ გაჩერდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, სხვა გამოსახულებები აჩვენებენ, რომ ნავთობმზიდი გემი დანიშნულების ადგილზე ცარიელი მიდის, ხოლო უკან ჩრდილოეთ კორეაში კი თითქმის შევსებული ბრუნდება.
ეს გაცვლა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაეროს სანქციებს არღვევს, რომლითაც ჩრდილოეთ კორეისთვის დიდი მოცულობის ნავთობის მიყიდვა აკრძალულია, რათა ქვეყანამ ბირთვული იარაღის შემდგომი განვითარება ვერ შეძლოს.