მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან. განვიხილეთ ევროპული დახმარების სესხი, მათ შორის პირველი ტრანშის ვადები, რომელიც დრონების თანაწარმოებისთვის იქნება გამოყოფილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უკრაინა აქტიურად იმუშავებს ევროკავშირთან დრონების შესახებ შეთანხმებაზე.

„ასევე შევთანხმდით, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ევროკავშირთან დრონების შესახებ შეთანხმებაზე და განვიხილეთ ამ პერსპექტიული უსაფრთხოების თანამშრომლობის დეტალები. ვამზადებთ ნაბიჯების გეგმას, რომელიც საჭირო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის შექმნის შესაძლებლობას იძლევა“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, შესაბამისი დავალებები მისცა გენერალური შტაბის უფროსს ანდრეი გნატოვს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს რუსტემ უმეროვს და პრეზიდენტის ოფისის დიპლომატიურ გუნდს.

ipn.ge