იტალიელმა ჟურნალისტიმა მარკო ბუჩანტინიმ Sky Sports-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"ვცდილობ კვარაცხელიაზე დახუჭული თვალებით ან ყურებზე აფარებული ხელებით ვისაუბრო... ეს მარტივი არ არის, სერია A კარგავს საოცარ მოთამაშეს. მან იტალიური ფეხბურთი შეცვალა, ის იყო ბოლო წლების კაშკაშა ვარსკვლავი.

კვარა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კერპი იყო. თავიდან არავინ იცოდა ვინ იყო ის ან როგორ გამოითქმეოდა მისი გვარი, მაგრამ როდესაც პირველად ხვიჩას თამაში ვნახე, მივხვდი თუ რა დონის ფეხბურთელთანაც გვქონდა საქმე.

იტალიიდან და კერძოდ ნაპოლიდან წავიდა ვიქტორ ოსიმენიც, მაგრამ არავინ ატირდა ამის გამო... დღეს კი ყველა განიცდის კვარას წასვლას. ხვიჩა ყველას ძალიან მოგვენატრება, ამაში დარწმუნებული ვარ."

ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს დღეებში ნაპოლის დატოვებს. ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ში გადასვლასთანაა ახლოს.

lagazetta.ge