სკანდინავიურმა ავიაკომპანიამ SAS-მა განაცხადა, რომ აპრილში მინიმუმ 1000 რეისს გააუქმებს, მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა.
„საავიაციო საწვავის ფასი ათ დღეში გაორმაგდა“, - განუცხადა გენერალურმა დირექტორმა ანკო ვან დერ ვერფმა შვედურ ბიზნეს გამოცემა Dagens Industri-ს.
SAS იყო ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელმაც გამოაცხადა ტარიფების გაზრდა ავიასაწვავის ფასების სწრაფი ზრდის გამო.
„მარტში რამდენიმე ასეულ რეისს ვაუქმებთ, მაგრამ ვცდილობთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ჩვენი გრაფიკი“, - განაცხადა SAS-ის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ გაუქმებების ახალი ტალღა აღდგომის შემდეგ არის მოსალოდნელი, როდესაც მგზავრთა ნაკადი, როგორც წესი, მცირდება.
საერთო ჯამში, ზომები „მინიმუმ ათას“ რეისს შეეხება, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შედარებით მცირე მასშტაბისაა, იმის გათვალისწინებით, რომ SAS დღეში დაახლოებით 800 რეისს ასრულებს.