გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, პოლონელი ევროპარლამენტარის, კშიშტოფ ბრეიზას (EPP) მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
როგორც ბრეიზამ აღნიშნა :„მაქვს კონკრეტული კითხვა საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე შევაჩერეთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის, თუმცა, საქართველოდან მიღებული ინფორმაციით, ამას მცირე რეალური ეფექტი ჰქონდა. განიხილავს თუ არა კომისია უვიზო მიმოსვლის უფრო ფართოდ შეჩერებას და არსებობს თუ არა რეალური შანსი, რომ საბჭოში მიზანმიმართულ სანქციებზე შეთანხმდნენ“
„მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში საქართველოზე სპეციალურ დისკუსიას გვექნება. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ“, – განაცხადა კოსმა ბრეიზას კითხვაზე პასუხისას.