საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ გამართა და 76:84 დამარცხდა, თუმცა პლეი ოფში გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს – საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან საბერძნეთის გამარჯვება სჭირდება.

მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვს ოქროს ფასი ჰქონდა – საქართველოს ნაკრები 2015 წლის შემდეგ პირველად გავიდოდა ჯგუფიდან, ბოსნიელები კიდევ უფრო ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ითამაშებდნენ პლეი ოფში (1999 წელი).

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა – კამარ ბოლდუინი, დუდა სანაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე.

მართალია, ბოსნიის ნაკრებშიც თამაშობს NBA-ის ცენტრი იუსუფ ნურკიჩი, მაგრამ წინახაზელთა კლასით საქართველოს ნაკრებს უპირატესობა ნამდვილად აქვს, რისი გამოყენების საშუალება ბოსნიიის ნაკრებმა პირველი ტაიმის განმავლობაში არ მისცა. ჩვენი მეტოქე კარგად იცავდა სამწამიან ზონას.

1tv.ge