ტემპერატურა ნულს ქვემოთ და ძლიერი თოვლი – ასეთი ამინდია სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ნაწილში ამ კვირაში. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
ალბანეთში თოვლმა რამდენიმე სოფლის გზა გადაკეტა და 77 სკოლა დაიხურა.
ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და იტალიამ ასევე გამოუშვეს გაფრთხილება ძლიერი თოვლის შესახებ.