საფრანგეთის სანაპიროსთან XVI საუკუნის ჩაძირული გემი აღმოაჩინეს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. 

გემი 2567 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, რაც მას ხმელთაშუა ზღვასა და ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ყველაზე ღრმა აღმოჩენად აქცევს.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ გემი იტალიიდან მიცურავდა და კერამიკის ტვირთს გადაჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ნამსხვრევებთან ახლოს თანამედროვე ნაგავი იპოვეს - გაზიანი სასმლის ქილა და ცარიელი იოგურტის ჭიქა - თავად გემი პრაქტიკულად ხელუხლებელი იყო.

აღმოჩენა წყალქვეშა დრონის მიერ ზღვის ფსკერის რუტინული კვლევის დროს გაკეთდა. თავდაპირველად, სონარმა დიდი ობიექტი დააფიქსირა, შემდეგ კი რობოტმა დეტალური სურათები გადაიღო.