საფრანგეთი კვლავ მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი ქვეყანაა, რომელმაც ტურისტების რაოდენობით საკუთარი ეროვნული რეკორდი მოხსნა.
ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანას 102 მილიონი ადამიანი ეწვია.
2024 წელს, პარიზის ოლიმპიური თამაშების წყალობით, საფრანგეთმა პირველად უმასპინძლა 100 მილიონ ვიზიტორს.
ეკონომიკური ეფექტის მიუხედავად, ტურისტული ნაკადის ზრდამ გაზარდა ზეწოლა ქვეყნის მთავარ ტურისტულ მიმართულებებზე.
გასულ წელს საფრანგეთს 102 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია, რომლებმაც ქვეყანაში სულ 743 მილიონი ღამე გაატარეს, – განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტრომ ხუთშაბათს. უცხოელი დამსვენებლების ორი მესამედი (76%) ევროპიდან ჩავიდა.