საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ქვეყნებში მშპ-ის დინამიკის ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. რომლის მიხედვითაც, 2024 წელს რუსეთის მშპ იქნება მსოფლიო მშპ-ს 3,55% მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით.

მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტში გლობალურ მშპ-ს წილის მიხედვით რუსეთმა იაპონიას (3,38%) გაუსწრო. ამ მაჩვენებლის რეიტინგში კი პირველ ადგილებს ჩინეთი, აშშ და ინდოეთი იკავებს.

წინა ანგარიშების მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამბობდა, რომ ინდონეზია 2029 წელს რუსეთს გაუსწრებდა, რაც ხელს შეუშლიდა მას მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ეკონომიკა ყოფილიყო. ახლა, 2029 წლის პროგნოზიდან გამომდინარეობს, რომ რუსეთი დარჩება მეოთხე ადგილზე იაპონიასთან 0,2%-იანი სხვაობით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს რუსეთის მშპ 3,6%-ით უნდა გაიზარდოს. 

2025 წლისთვის კი ფონდმა შეამცირა რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,2 პროცენტული პუნქტით და ის 1,3%-ს შეადგენს.

მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (Purchasing Power Parity (PPP)) არის სხვადასხვა ვალუტების მსყიდველობითი უნარის გათანაბრების მეთოდოლოგია. PPP-ის მეთოდოლოგია ქვეყნებს შორის ფულის მსყიდველობით უნარს ათანაბრებს იმ მიზნით, რომ ქვეყნების მონაცემები ერთმანეთთან უკეთ შესადარისი გახდეს. მსყიდველობითი უნარის პარიტეტს ძირითადად მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვლიან ყველა ქვეყნისთვის. PPP-ს მიხედვით დათვლილი მაჩვენებლები ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის ერთმანეთთან შესადარებლად გამოიყენება და არა ქვეყნის შიგნით მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების შესაფასებლად.