არაყის ბრენდმა Beluga-მ და ფრანგულმა ბროლის სახლმა Lalique-მ წარმოადგინეს Lalique Epicure II არაყის მეორე შეზღუდული გამოცემა, 1 ბოთლი 15 ათასი ევროს ღირებულებით. ამის შესახებ The Spirits Business იტყობინება.

სერიის ყველა 888 ბროლის დეკანტერი, ელზასში ხელით დაამზადეს Lalique–ს დიზაინით. დიზაინი შთაგონებულია ძველ ბერძენ ფილოსოფოს ეპიკურეთი.

თითოეულ ეგზემპლარს აქვს ამოტვიფრული უნიკალური სერიული ნომერი.

„Beluga და Lalique სთავაზობენ კოლექციონერებს მთელ მსოფლიოში, შეიძინონ ძვირფასი და შესანიშნავი ხელოვნების ნიმუში, რომელიც გამსჭვალულია უნიკალური მემკვიდრეობითა და ოსტატობით“, - თქვა Lalique სამხატვრო და კრეატიულმა დირექტორმა მარკ ლარმინიომ.

Beluga Epicure Series II გასაყიდად ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის დეკემბრიდან. რეკომენდებული საცალო ფასი იქნება 15 ათასი ევრო.

rbc.ru