რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Единая лига ВТБ-მ განაცხადა.

სერგეი ივანოვი 1998 წლის აგვისტოში ფსბ-ს (ФСБ - უშიშროების ფედერალური სამსახური) დირექტორის მოადგილე გახდა. ის რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტს 2001 წლიდან 2007 წლის თებერვლამდე იკავებდა. 2011 წლის 22 დეკემბრიდან 2016 წლის 12 აგვისტომდე იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.