Reuters ევროპულ სადაზვერვო მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი შორ მანძილზე მოიერიშე უპილოტო საფრენ აპარატებს ჩინური ძრავებით ამზადებს.

გავრცელებული ინფორმაცით, აღნიშნულ უპილოტო თვითმფრინავებს სახელწოდებით, გარპია-ეი1 რუსეთი გასული წლიდან აწარმოებს და უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინური ძრავებით და ნაწილებით რუსეთმა 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე 2 500-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი აწარმოა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული უპილოტო აპარატების გამოყენებამ უკრაინაში სამოქალაქო პირების მსხვერპლი გამოიწვია და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა გაანადგურა.

წყარო: ფორმულა