რუსეთი მოლაპარაკებებში არა მხოლოდ მთელი დონბასის გადაცემას, არამედ მის რუსულ ნაწილად ოფიციალურად აღიარებას ითხოვს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„რუსეთი დონბასის აღიარებას ყველა ქვეყნის მიერ მიღწეული უფრო ფართო შეთანხმების ნაწილად მიიჩნევს“, – ამბობს წყარო, რომელიც აბუ დაბიში მიმდინარე მოლაპარაკებებს ესწრება.
წყაროს ცნობით, კრემლი ამ პუნქტს „უკიდურესად მნიშვნელოვნად“ მიიჩნევს.
წყარო ასევე ამბობს, რომ აბუ დაბიში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ეკონომიკური საკითხები, ტერიტორიები და ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმი განიხილება.
1tv.ge