რუმინეთში 1 მილიარდი ევროს ღირებულების თემატური პარკის Dracula Land(დრაკულას მიწა)–ის აშენებას გეგმავენ. მისი გახსნა 2027 წლისთვისაა დაგეგმილი. პარკი ანრი კოანდას საერთაშორისო აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე, ხოლო ქვეყნის დედაქალაქ ბუქარესტიდან 20 წუთის სავალზე განთავსდება.
ამგვარად, ყველაზე ცნობილი რუმინული ლეგენდა ტურისტულ ღირსშესანიშნაობად გარდაიქმნება. ობიექტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ უდიდეს გასართობ პარკად გადაქცევას გვპირდება.
780,000 კვადრატული მეტრის ფართობის კომპლექსი გააერთიანებს კლასიკურ გასართობ ატრაქციონებს რეგიონის ისტორიულ და კულტურულ ელემენტებთან, მათ შორის ციხესიმაგრეებთან და შუა საუკუნეების ქალაქებთან. მასში განთავსდება 40-ზე მეტი ატრაქციონი ექვს თემატურ ზონაში, მათ შორის ტრანსილვანიაში, ახალი ორლეანის პორტში, მთვარის შუქის რაიონში და დრაკულას ციხესიმაგრეში.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე