აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ში კანაფზე ხელმისაწვდომობას გააფართოებს, - ინფორმაციას The Washington Post აქვეყნებს.
ბრძანება აშშ-ს გენერალურ პროკურორს ავალებს, კანაფი I განრიგის კატეგორიის ნარკოტიკებიდან III განრიგის კატეგორიაში გადაიყვანოს ანუ იმავე კატეგორიაში, სადაც, მაგალითად, ნივთიერება კოდეინიანი ტაილენოლია.
კანაფი ფედერალურ დონეზე კვლავ უკანონო დარჩება, თუმცა მისი III განრიგის ნარკოტიკად კლასიფიცირება კანაფის პოტენციური სარგებლის შესახებ კვლევების გაფართოებას შესაძლებელს გახდის.