ბრიტანულმა სააგენტო INK Digital-მა მოგზაურობისთვის ყველაზე ბიუჯეტური ევროპული ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა: სიაში შემავალი ათი ადგილიდან ხუთი პოლონეთშია. უფრო მეტიც, პოლონურმა ქალაქებმა ტოპში პირველი, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.
სააგენტოს მონაცემებით, პოზნანი ოჯახთან მოკლე მოგზაურობისთვის ყველაზე იაფი ევროპული ქალაქია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი პოპულარობით კრაკოვს ჩამორჩება, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პოზნანი უნიკალურ გამოცდილებას გონივრულ ფასად სთავაზობს სტუმრებს.
რეიტინგში მეორე ადგილი ლოძს ეკუთვნის, ხოლო მესამე ადგილს პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა იკავებს.
კრაკოვი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უცხოელი ტურისტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ დანიშნულების ადგილს წარმოადგენდა, მეოთხე ადგილზე გავიდა.
მეხუთე ადგილზე პორტუგალიური ბრაგა გავიდა, მეექვსე კი კვლავ პოლონეთის წარმომადგენელს - ვროცლავს ერგო.
ევროპაში მოკლე მოგზაურობისთვის ათი ყველაზე იაფი ქალაქის რეიტინგში შესაბამისად შემდეგი ადგილები დაიკავეს: პირეოსმა (საბერძნეთი), პორტუ (პორტუგალია), გაია (პორტუგალია) და ფრანკფურტი (გერმანია).