იემენი  ლიდერობს ქვეყნებს შორის წელიწადში ანაზღაურებადი შვებულების რაოდენობით. აქ დასაქმებულებს ეძლევათ სრული თვე-ნახევარი (46 დღე) შვებულება, რაც მოიცავს შვებულებას (30 დღე) და სახალხო დღესასწაულებს (16 დღე), – კვლევას ხელფასებისა და ადამიანური რესურსების შესახებ მომსახურების მიმწოდებელი Moorepay აქვეყნებს.

ერთ თვეზე მეტი შვებულება გათვალისწინებულია ლიბიაში (45 დღე), ბაჰრეინში (44) და ავსტრიაში (43). მონაკო, სადაც ეს მაჩვენებელი 42 დღეა, სიაში მეხუთე ადგილზეა.

ყველაზე ნაკლები ანაზღაურებადი შვებულების მქონე ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია – აქ უბრალოდ არ არსებობს ფედერალური კანონი, რომელიც დამსაქმებლებს ავალდებულებს, უზრუნველყონ თანამშრომლებისთვის ანაზღაურებადი შვებულება ან სადღესასწაულო დრო. „როგორც წესი, ეს შეღავათები დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეთანხმების საგანია“, - აცხადებენ ექსპერტები.

ვრცლად buyingbusinesstravel–ზე