შვეიცარიულმა საათების მწარმოებელმა Patek Philippe-მა მეოთხედი საუკუნის განმავლობაში პირველად წარმოადგინა ახალი კოლექცია, იუწყება CNBC.

კოლექციას ჰქვია Cubitus და შედგება სამი მოდელისგან, ორი დამზადებულია ფოლადისგან, ერთი პლატინისგან.

პლატინის მოდელს გაფართოებული ფუნქციონალი აქვს, მათ შორის ცალკე ციფერბლატები კვირის დღეების და მთვარის ფაზის საჩვენებლად. საათს მოჰყვება ორი სახის სამაჯური - ფოლადის და ფოლადის ვარდისფერი ოქროთი.

interfax