ასეთი ეკონომიკური აღზევებით ქვეყანა არ არის, რომ დაასახელო. პირველ ადგილზე ვართ მთელ მსოფლიოში, საოცრება ხდება საქართველოში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც ხაზარაძე და ჯაფარიძე შემოვიდნენ პოლიტიკაში, გამიხარდა, რომ ფინანსისტები არიან და რაღაცას გაუწევენ ანგარიშს. ყველაზე უარესები გამოდგნენ. გამოდის ხაზარაძე და ამბობს: სად არის ასი საწარმო? ჯაფარიძე, მგონი, ერთ-ერთ ტელევიზიაში იყო და ჟურნალისტი ეუბნება, აი აგერ 500 თუ 700 სია მაქვსო. 700 ახალი საწარმო აშენდა, 800 გადაიარაღდა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელობის არის, ვიდრე ახლის აშენება. ბევრ შემთხვევაში, უფრო ძვირიც ჯდება. გამოდის და ამბობს, სად არის ასი საწარმო? სად არის უფასო ფული, იაფი ფული? მილიარდზე იყო საუბარი, სამ მილიარდზე მეტი დაიხარჯა და ექვის მემგონი, პროცენტებს როდესაც სახელმწიფო უდგებოდა, სხვადა-სხვა პროგრამები იყო უამრავი და ამან გამოიწვია საოცარი ეფექტი. ასეთი ეკონომიკური აღზევებით ქვეყანა არ არის, რომ დაასახელო. პირველ ადგილზე ვართ მთელ მსოფლიოში, საოცრება ხდება საქართველოში. ხაზარაძე გამოდის და ამბობს - ჭაობში გინდათ ცხოვრებაო? ჭაობი თვითონ დატოვა ანაკლიის სახით“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.