პარიზის სასამართლო საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

სარკოზი 25 სექტემბერს გამოტანილი განაჩენის შემდეგ 21 ოქტომბერს დააპატიმრეს. ყოფილმა პრეზიდენტმა ვადაზე ადრე გათავისუფლება დაუყოვნებლივ მოითხოვა.

როგორც ფრანგული მედია წერს, თუ მოთხოვნა დაკმაყოფილდება, სარკოზიმ სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ დაუყოვნებლივ შეეძლება პარიზის ლა სანტეს ციხე დატოვოს.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 25 სექტემბერს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში.

ამასთან, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საფრანგეთში საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე გაამართლა. ყოფილი პრეზიდენტი განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევს. სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.

პირველი არხი