ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა, შოშ ბედროსიანმა განაცხადა, რომ თურქი ჯარისკაცები არ განთავსდებიან ღაზაში, როგორც საერთაშორისო ძალების ნაწილი, რომელმაც უნდა შეცვალოს ისრაელის სამხედრო ძალები ანკლავში.

„თურქი  ჯარისკაცები არ იქნებიან ადგილზე – არც ახლა, არც წარსულში, არც მომავალში“, – აღნიშნა ბედროსიანმა.

ცნობისთვის, მანამდე თურქეთმა ისრაელის 37 ოფიციალური პირის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს თურქეთის მონაწილეობას საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებში, რომელიც სამშვიდობო შეთანხმების მეორე ეტაპზე ღაზის სექტორის მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს.